კატეგორია / Category: B2, C2, C5
ფართობი / Area: 95461,070 ha
დაცვის სტატუსი / Protection Status: ტერიტორიის 9.46%-ს ყაზბეგის დაცული ტერიტორია ფარავს. SPA 9 იგივეა რაც IBA (GEO21). / 9.46% of territory is covered Kazbegi Protected Areas. SPA 9 is same as IBA (GEO21).
ცენტრალური კორდინატები / Central Coordinate:
Latitude: 42.604717° / Longitude: 44.527383°
დასაცავი სახეობები / Species of concern: კავკასიური როჭო (Lyrurus mlokosiewiczi), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი (Gyps fulvus), სვავი (Aegypius monachus), წითელმუცელა ბოლოცეცხლა (Phoenicurus erythrogastrus), დიდი კოჭობა (Carpodacus rubicilla), გადამფრენი მტაცებელი ფრინველები. ტერიტორიაზე კავკასიური როჭოს (Gavashelishvili et al. 2010), წითელმუცელა ბოლოცეცხლასა და დიდი კოჭობას ერთ-ერთი ყველაზე დიდი მობუდარი პოპულაციებია. გარდა ამისა, ხევში ბანტკანძერის 2-3 და ორბის 15-20 წყვილი ბუდობს, ხოლო სვავი მთელი წლის განმავლობაში გვხვდება (Galvez et al. 2005). გაზაფხულისა და შემოდგომის მიგრაციისას ამ ადგილს 30 000-ზე მეტი მტაცებელი ფრინველი იყნებს. ზემოთ ჩამოთვლილი სახეობებიდან ყველა, სვავის გარდა, საქათველოლოს წითელ ნუსხაში შეტანილია როგორც მოწყვლადი (VU), ხოლო სვავი როგორც საფრთხეში (EN) მყოფი სახეობა. IUCN-ის საერთაშორისო წითელი ნუსხის მიხედვით კავკასიური როჭო და სვავი შეფასებულია როგორც საფრთხესთან ახლოს (NT) მყოფი სახეობები. / Caucasian Grouse (Lyrurus mlokosiewiczi), Bearded vulture (Gypaetus barbatus), Griffon Vulture (Gyps fulvus), Black Vulture (Aegypius monachus), Guldenstadt’s Redstart (Phoenicurus erythrogastrus), Great Rosefinch (Carpodacus rubicilla), Soaring birds. There are large breeding populations of Caucasian grouse (Gavashelishvili et al. 2010), Guldenstadt’s Redstart and Great Rosefinch in the Khevi SPA. 2-3 pairs of Bearded vulture and 15-20 pairs Griffon Vulture breed in Khevi. Black Vulture is Year-round visitor (Galvez et al. 2005). An area is used by over 30 000 raptors for migration in autumn and spring. All of species (except Black Vulture) are included on the red list of Georgia as Vulnerable (VU) and Black Vulture as Endangered (EN). Caucasian Grouse and Black Vulture are also classified on the IUCN red list as Near Threatened (NT).
ტერიტორიის აღწერა / Description of the site: ხევი საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1300-5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. ტერიტორიაზე 2000 მ-მდე ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყეებია გავრცელებული, სადაც ძირითად სახეობებს: ფიჭვი (Pinus Sosnowskyi), არყი (Betula litwinowii, Betula pendula), ვერხვი (Populus tremula), ცირცელი (Sorbus caucasigena) და ქაცვი (hippophae rhamnoides) წარმოადგენს. ზღვის დონიდან 2000 მ-ის ზემოთ გვხვდება დეკა (Rhododendron caucasicum). ალპურ და სუბალპურ მდელოებს კი ძირითადად მინდვრის ლერწამქუჩი (Festuca varia), ბუსკანტურა (Campanula latifolia), ძიგვი (Nardus stricta), სოსნოვსკის დიყი (Heracleum sosnowskyi) და ტილჭირი (Aconitum nasutum) ქმნის (Kvachakidze 2010). ორნითოფაუნა იხილეთ https://aves.biodiversity-georgia.iliauni.edu.ge / Khevi SPA is located in the north part of Georgia, at an altitude of 1300 – 5000 meters. Mountain slopes up to 2000 meters above sea level are covered with mountain forests dominated by Pine (Pinus Sosnowskyi), Birches (Betula litwinowii, Betula pendula), Poplar (Populus tremula), Sorb (Sorbus caucasigena) and Buckthorn (Hippophae rhamnoides). Above 2000 meters, subalpine and alpine meadows and scrublands are dominated with following vegetation: Rhododendron (Rhododendron caucasicum), Meadow Fescue (Festuca varia), Bellflower (Campanula latifolia), Mat-grass (Nardus stricta), Sosnowsky Hogweed (Heracleum sosnowskyi), and Monkshood (Aconitum nasutum). (Kvachakidze 2010). See https://aves.biodiversity-georgia.iliauni.edu.ge for Avifauna.
მონიტორინგი / Monitoring
კავკასიური როჭო / Caucasian Black Grouse
მეთოდი / Method: მოტიხტიხე მამლების აღრიცხვა / Lekking male count
პერიოდი / Period: მაისი / May
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა / Description: მოტიხტიხე მამრებს ყოველწლიურად მაისის თვეში აღრიცხავთ. სატიხტიხო ადგილს აღმოაჩენთ, GPS კოორდინატებს ჩაინიშნავთ და მოტიხტიხე მამლების რაოდენობას დათვლით. ამ მონაცემებთან ერთად თარიღსა და კლიმატურ პირობებსაც ინიშნავთ. სატიხტიხო ადგილებს მიანიჭებთ უნიკალური სახელწოდებას და დაარუკებთ. ინფორმაციას მონაცემთა ბაზაში შეიტანთ. / Field expedition should take place every May. During the expedition grouse leks should be discovered, GPS locations of the leks should be recorded and lekking males should be counted. Counts should be repeated at least once more during the season. Leks should be given unique names, mapped using coordinates collected on the field and number of males attending the lek should be recorded, date and weather conditions should be recorded as well. Results should be recorded in the database.
დიდი მტაცებლები / Large Raptors
მეთოდი / Method: ბუდეების აღრიცხვა და ბუდობის წარმატების შეფასება / Nest count & assessment of breeding success
პერიოდი / Period: აპრილი-ივლისი / April- July
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით შტატივთან ერთად; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS. მეთოდის აღწერვა / Description: მობუდარი წყვილების დასათვლელად და ბუდობის წარმატების შესაფასებლად მინიმუმ ორი საველე ექსპედიციაა საჭირო. ექსპედიციის დროს ბუდეებს აღმოაჩენთ და თითოეულ ბუდეში ბარტყების რაოდენობას დაითვლით. აღრიცხვის თარიღს, ბუდეების GPS კოორდინატებსა და ბარტყების რაოდენობას ჩაინიშნავთ. მეორე ექსპედიციას ბუდობის წარმატების შესაფასებლად განახორციელებთ. ბარტყებს ხელმეორედ დაითვლით და იმავე ბუდეზე პირველი ექსპედეციის დროს აღრიცხული ბარტყების რაოდენობას შეადარებთ. სახეობები, ექსპედიციების დრო და საბუდარი ადგილების აღწერა იხილეთ ცხრილ 1-ში. / At least two field expeditions are required to count nesting pairs and to assess breeding success. During the first expedition, nests should be discovered and nestlings should be counted. Date of the field expedition, GPS location of the nest and number of nestlings should be recorded. During the second expedition, the breeding success should be assessed, by counting number of chicks in the same nests, which were discovered during the first expedition. Species, expedition dates and nesting habitat description see in table 1.
ცხრილი 1 / Table1
სახეობა
Species |
I ექსპედიცია II expedition | I ექსპედიცია II expedition | საბუდარი ადგილის აღწერა
Nesting habitat description |
ორბი
Griffon vulture |
აპრილის ბოლოს
Late April |
ივლისის ბოლოს
Late June |
გამონაშვერები და ხვრელები კლდის ციცაბო ფერდობზე / Ledges or cavities on the cliffs. |
სვავი
Black vulture |
აპრილის ბოლოს
Late April |
ივლისის ბოლოს
Late June |
ხის წვერი, იშვიათად კლდის გამონაშვერები / On top of trees usually juniper or mastic tree. |
ბატკანძერი
Bearded vulture |
აპრილი
April |
ივლისი
July |
ვიწრო გამოქვაბულები და კლდის გამონაშლელები / In shallow cave or on ledge of cliff. |
წითელმუცელა ბოლოცეცხლა და დიდი კოჭობა / Guldenstadt’s Redstart and Great Rosefinch
მეთოდი / Method: წერტილოვანი აღრიცხვა / Point count
პერიოდი / Period: დეკემბერი-იანვარი / December-January
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა / Description: ორივე სახეობის აღრიცხვას ზამთარში, მაშინ ატარებთ, როდესაც ტერიტორია თოვლით იქნება დაფარული. ასეთ პირობებში ქაცვი რჩება მათი ძირითადი საკვები. ამის გამო შემოგარენიდან ორივე სახის ფრინველები, სოფლებთან ახლოს, ქაცვის ბუჩქებთან კონცენტრირდებიან. აღნიშნული გარემოება აადვილებს მათი რიცხოვნობის შეფასებას. ორივე სახეობის ფრინველს წინასწარ შერჩეული ადგილებიდან აღრიცხავთ (იხ. რუკა 1). თითეული წერტილიდან დათვლას ხუთი წუთის განმავლობაში აწარმოებთ. თითოეული წერტილისთვის, განსხვავებული ინდიდების მაქსიმალურ რიცხვსა და სქესს, ორივე სახეობისთვის ცალცალკე ინიშნავთ. აღრიცხვებს დილის 8 საათიდან 10 საათამდე ატარებთ. / Counts for both species should take place in the winter, when whole area is covered with snow. In that kind of conditions see buckthorn stays only food source for them. Birds of both species concentrate near Town Stepantsminda where Sea buckthorn bushes are creating dominant vegetation in riparian zone of riv. Tergi and Snostskali. That makes easier to estimate abundance of concentrated birds. Birds are directly counted from predetermined points. Count from each point lasts 5 minutes. Maximum number of different individuals of both species and sexes are separately recorded. Counts should take place between 8:00 – 10:00a.m.
გადამფრენი მტაცებელი ფრინველები / Soaring birds
მეთოდი / Method: გადამფრენ მტაცებელ ფრინველთა აღრიცხვა / Migrating birds count
Period: სექტემბერი-ოქტომბერი / September – October
საჭირო აღჭურვილობა / Needed Equipment: ტელესკოპი 20X60 გადიდებით და შტატივი; ბინოკლი 8X ან 10X გადიდებით; GPS / 20X60 magnification spotting scope; 8X or 10X magnification binoculars; GPS.
მეთოდის აღწერა / Description: გადამფრენ ფრინველებს ყოველდღე, ორი თვის განმავლობაში (სექტემბერი – ოქტომბერი) აღრიცხავთ (სათვლელი წერტილისთვის იხილეთ რუკა 2). თვლას დილით, ადრე წინასწარ შერჩეულ ადგილზე იწყებთ და დღის განმავლობაში დანახული ყველა ფრინველის სახეობასა და რაოდენობას ჩაინიშნავთ. თარიღსა და ამინდის მაჩვენებლებს ინიშნავთ და აღრიცხვის მონაცემები ყოველი დღის ბოლოს მონაცემთა ბაზაში შეგაქვთ. / Migrating raptors should be counted at “bottleneck” sites along their migration routes. During two months (September-October), number and species of counted migrating birds should be recorded daily. Date and weather conditions should be recorded as well. Count data should be entered in the database at the end of the day. Observing point see below (Map 2).
რუკა 1 / Map 1
სათვლელი წერტილის GPS კოორდინატები / Coordinates:
სათვლელი წერტილი 1 / Counting point 1: 42.664778°/44.639703°
სათვლელი წერტილი 2 / Counting point 2: 42.665979°/44.637819°
სათვლელი წერტილი 3 / Counting point 3: 42.651890°/44.655259°
სათვლელი წერტილი 4 / Counting point 4: 42.647859°/44.639623°
სათვლელი წერტილი 5 / Counting point 5: 42.647336°/44.647818°
სათვლელი წერტილი 6 / Counting point 6: 42.643514°/44.632810°
სათვლელი წერტილი 7 / Counting point 7: 42.634295°/44.627889°
სათვლელი წერტილი 8 / Counting point 8: 42.636417°/44.630194°
სათვლელი წერტილი 9 / Counting point 9: 42.635835°/44.626084°
სათვლელი წერტილი 10 / Counting point 10: 42.674480°/ 44.646979°
რუკა 2 / Map 2
GPS კოორდინატები / Coordinates: 42.662088°°/44.620543°
კვერნაკი (SPA 10)
ფოტო: ზ. ჯავახიშვილი
Species scientific name | Species English name | Species Georgian name | Season | IUCN | RLG |
Pelecanus crispus | Dalmatian Pelican | ქოჩორა (ან ხუჭუჭა) ვარხვი | M | VU | EN |
Phalacrocorax carbo | Great Cormorant | დიდი ჩვამა | M | LC | |
Ardea purpurea | Purple Heron | წითურის (ან ქარცი) ყანჩა | M | LC | |
Ciconia ciconia | White Stork | თეთრი ყარყატი | M | LC | VU |
Ciconia nigra | Black Stork | შავი ყარყატი | M | LC | VU |
Anas platyrhynchos | Mallard | გარეული იხვი | M | LC | |
Anas crecca | Common Teal | სტვენია იხვი (ან ჭიკვარა) | M | LC | |
Spatula querquedula | Garganey | ჭახჭახა იხვი (ან იხვინჯა) | M | LC | |
Pandion haliaetus | Osprey | შაკი | M | LC | |
Haliaeetus albicilla | White-tailed Eagle | თეთრკუდა ფსოვი (ან თეთრკუდა არწივი) | M | LC | EN |
Milvus milvus | Red Kite | წითელი ძერა (ან ბორა) | Cas | NT | |
Milvus migrans | Black Kite | ძერა | M | LC | |
Circaetus gallicus | Short-toed Snake-Eagle | გველიჭამია (ან ძერაბოტი) | M | LC | |
Accipiter brevipes | Levent Sparrowhawk | ქორცქვიტა (ან შავთვალა მიმინო, ლევანმიმინო) | M | LC | VU |
Accipiter nisus | Eurasian Sparrowhawk | მიმინო | YR-R | LC | |
Accipiter gentilis | Northern Goshawk | ქორი | YR-R | LC | |
Buteo buteo | Common Buzzard | ჩვეულებრივი კაკაჩა | YR-R | LC | |
Buteo lagopus | Rough-legged Buzzard | ფეხბანჯგვლიანი კაკაჩა | M | LC | |
Buteo rufinus | Long-legged Buzzard | ველის (ან გრძელფეხა) კაკაჩა | M | LC | VU |
Pernis apivorus | European Honey-Buzzard | კრაზანაჭამია (ან ირაო) | M | LC | |
Hieraaetus pennatus | Booted Eagle | ჩია არწივი | M | LC | |
Aquila heliaca | Imperial Eagle | ბექობის (ან თეთრმხრება) არწივი | M | VU | VU |
Clanga clanga | Greater Spotted Eagle | დიდი მყივანი არწივი | M | VU | VU |
Clanga pomarina | Lesser Spotted Eagle | მცირე მყივანი არწივი | M | LC | |
Aquila nipalensis | Steppe Eagle | ველის არწივი | M | EN | |
Aquila chrysaetos | Golden Eagle | მთის არწივი | YR-R | LC | VU |
Neophron percnopterus | Egyptian Vulture | ფასკუნჯი | YR-V | EN | VU |
Gypaetus barbatus | Bearded Vulture (Lammergeier) | ბატკანძერი (ან წვერიანი სვავი, ყაჯირი, კრავიჭამია) | YR-R | NT | VU |
Aegypius monachus | Cinereous Vulture (Eurasian Black Vulture) | სვავი | YR-V | NT | EN |
Gyps fulvus | Eurasian Griffon Vulture | ორბი | YR-R | LC | VU |
Circus aeroginosus | Western Marsh Harrier | ჭაობის ძელქორი (ან ჭაობის ბოლობეჭედა) | M | LC | |
Circus cyaneus | Hen (or Northern) Harrier | მინდვრის ძელქორი (ან მინდვრის ბოლობეჭედა) | M | LC | |
Circus macrourus | Pallid Harrier | ველის ძელქორი (ან ველის ბოლობეჭედა) | M | NT | |
Circus pygargus | Montagu’s Harrier | მდელოს ძელქორი (ან მდელოს ბოლობეჭედა) | M | LC | |
Falco cherrug | Saker Falcon | ბარი (ან გავაზი) | M | EN | CR |
Falco biarmicus | Lanner Falcon | წითელთავა შავარდენი | M | LC | VU |
Falco peregrinus | Peregrine Falcon | ჩვეულებრივი შავარდენი | YR-R | LC | |
Falco subbuteo | Eurasian Hobby | მარჯანი | BB;M | LC | |
Falco columbarius | Merlin | ალალი | M | LC | |
Falco vespertinus | Red-footed Falcon | წითელფეხა შავარდენი | M | NT | EN |
Falco naumanni | Lesser Kestrel | მცირე (ან ველის) კირკიტა | M | LC | CR |
Falco tinnunculus | Common Kestrel | ჩვეულებრივი კირკიტა | YR-R | LC | |
Lyrurus mlokosiewiczi | Caucasian Grouse | კავკასიური როჭო | YR-R | NT | VU |
Tetraogallus caucasicus | Caucasian Snowcock | კავკასიური შურთხი | YR-R | LC | |
Alectoris chukar | Chukar | კაკაბი | YR-R | LC | |
Perdix perdix | Grey Partridge | გნოლი | YR-R | LC | |
Coturnix coturnix | Common Quail | მწყერი | BB | LC | |
Grus grus | Common Crane | რუხი წერო | M | LC | EN |
Anthropoides virgo | Demoiselle Crane | წეროტურფა | M | ||
Crex crex | Corn crake | ღალღა | BB | LC | |
Himantopus himantopus | Black-winged Stilt | ოჩოფეხა | M | LC | |
Charadrius hiaticula | Common Ringed Plover | საყელოიანი წინტალა | M | LC | |
Charadrius dubius | Little Ringed Plover | მცირე წინტალა | BB | LC | |
Actitis hypoleucos | Common Sandpiper | ჩვეულებრივი მექვიშია (მებორნე) | BB | LC | |
Calidris pugnax | Ruff | ტურუხტანი (მაჩხუბარა კოკორინა) | M | LC | |
Scolopax rusticola | Eurasian Woodcock | ტყის ქათამი (ვალდშნეპი) | M | LC | |
Gallinago media | Great Snipe | დიდი ჩიბუხა (გოჭა) | M | NT | |
Gallinago gallinago | Common Snipe | ჩიბუხა | M | LC | |
Larus fuscus | Lesser Black-backed Gull | შავზურგა (ანუ ფრთაშავი) თოლია | M | LC | |
Columba livia | Rock Dove | გარეული მტრედი | YR-R | LC | |
Cuculus canorus | Common Cuckoo | გუგული | BB | LC | |
Columba oenas | Stock Dove | გულიო (ან გვიძინი) | M | LC | |
Columba palumbus | Common Wood-Pigeon | ქედანი | M | LC | |
Streptopelia turtur | Eurasian Turtle-Dove | ჩვეულებრივი გვრიტი | M | VU | |
Asio otus | Northern Long-eared Owl | ყურებიანი ბუ (ან ოლოლი) | BB;M | LC | |
Asio flammeus | Short-eared Owl | ჭაობის ბუ | M | LC | |
Otus scops | Eurasian Scops-Owl | წყრომი | BB | LC | |
Strix aluco | Tawny Owl | ტყის ბუ | M | LC | |
Athene noctua | Little Owl | ჭოტი | YR-R | LC | |
Caprimulgus europaeus | European Nightjar | უფეხურა | BB | LC | |
Apus apus | Common Swift | ნამგალა | BB | LC | |
Tachymarptis melba | Alpine Swift | მეკირია (ან თეთრმუცელა ნამგალა) | BB | LC | |
Merops apiaster | European Bee-eater | ოქროსფერი კვირიონი | M | LC | |
Coracias garrulus | European Roller | ყაპყაპი | M | LC | |
Upupa epops | Common Hoopoe | ოფოფი | BB;M | LC | |
Dryocopus martius | Black Woodpecker | შავი კოდალა | YR-R | LC | |
Picus viridis | Eurasian Green Woodpecker | მწვანე კოდალა | YR-R | LC | |
Dryobates minor | Lesser Spotted Woodpecker | მცირე ჭრელი კოდალა | BB,M | LC | |
Dendrocopos major | Greater Spotted Woodpecker | დიდი ჭრელი კოდალა | YR-R | LC | |
Jynx torquilla | Eurasian Wryneck | მაქცია | M | LC | |
Eremophila alpestris | Horned (or Shore) Lark | რქოსანი ტოროლა | YR-R | LC | |
Calandrella rufescens | Lesser Short-Toed Lark | მცირე მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
Calandrella brachydactyla | Greater Short-Toed Lark | დიდი მოკლეთითა ტოროლა | M | LC | |
Lullula arborea | Wood Lark | ტყის ტოროლა | M | LC | |
Alauda arvensis | Eurasian Skylark | მინდვრის ტოროლა | YR-R | LC | |
Galerida cristata | Crested Lark | ქოჩორა ტოროლა | M | LC | |
Hirundo rustica | Barn Swallow | სოფლის მერცხალი | BB | LC | |
Hirundo rupestris | Eurasian Crag-martin | კლდის მერცხალი | BB | LC | |
Riparia riparia | Sand Martin | მენაპირე მერცხალი | M | LC | |
Delichon urbicum | Northern Hause-Martin | ქალაქის მერცხალი | BB | LC | |
Anthus trivialis | Tree Pipit | ტყის მწყერჩიტა | BB | LC | |
Anthus pratensis | Meadow Pipit | მდელოს მწყერჩიტა | BB | NT | |
Anthus cervinus | Red-Throated Pipit | წითელგულა მწყერჩიტა | M | LC | |
Anthus spinoletta | Water Pipit | მთის მწყერჩიტა | YR-R | LC | |
Motacilla alba | White Wagtail | თეთრი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
Motacilla cinerea | Grey Wagtail | რუხი ბოლოქანქარა | YR-R | LC | |
Motacilla flava | Yellow Wagtail | ყვითელი ბოლოქანქარა | M | LC | |
Motacilla citreola | Citrine Wagtail | ყვითელთავა ბოლოქანქარა | M | LC | |
Bombycilla garrulus | Bohemian Waxwing | მედუდუკე | Cas | LC | |
Lanius minor | Lesser Grey Shrike | შავშუბლა ღაჟო | BB;M | LC | |
Lanius collurio | Red-backed Shrike | ჩვეულებრივი ღაჟო | BB | LC | |
Prunella modularis | Hedge Accentor (Dunnock) | ტყის ჭვინტაკა | BB | LC | |
Prunella collaris | Alpine Accentor | ალპური ჭვინტაკა | YR-R | LC | |
Cettia cetti | Cetti’s Warbler | ფართოკუდა ლერწამა | M | LC | |
Hippolais pallida | Olivaceous Warbler | ბაცი ბუტბუტა (ბაცი მქირდავი) | M | LC | |
Sylvia communis | Common Whitethroat | დიდი თეთრყელა ასპუჭაკა | BB;M | LC | |
Sylvia curruca | Lesser Whitethroat | მცირე თეთრყელა ასპუჭაკა | BB;M | LC | |
Sylvia borin | Garden Warbler | ბაღის ასპუჭაკა | M | LC | |
Sylvia nisoria | Barred Warbler | მიმინოსებრი ასპუჭაკა | M | LC | |
Sylvia atricapilla | Blackcap | შავთავა ასპუჭაკა | M | LC | |
Phylloscopus trochilus | Willow Warbler | გაზაფხულა ჭივჭავი (გაზაფხულა ყარანა) | BB | LC | |
Phylloscopus collybita | Common Chiffchaff | ჩვეულებრივი ჭივჭავი (ჩვეულებრივი ყარანა) | M | LC | |
Phylloscopus sindianus | Mountain Chiffchaff | მთის ჭივჭავი (მთის ყარანა) | BB | LC | |
Phylloscopus sibilatrix | Wood Warbler | თეთრმუცელა ჭივჭავი (თეთრმუცელა ყარანა) | M | LC | |
Phylloscopus trochiloides | Greenish Warbler | მომწვანო ჭივჭავი (მომწვანო ყარანა) | BB | LC | |
Regulus regulus | Goldcrest | ყვითელთავა ნარჩიტა (ყვითელთავა ღაბუაჩიტი) | YR-R | LC | |
Muscicapa striata | Spotted Flycatcher | რუხი ბუზიჭერია (რუხი მემატლია) | BB | LC | |
Ficedula parva | Red-breasted Flycatcher | წითელყელა (ანუ მცირე) ბუზიჭერია (მცირე მემატლია) | M | LC | |
Ficedula albicollis | Collared Flycatcher | თეთრყელა ბუზიჭერია (თეთრყელა მემატლია) | M | LC | |
Ficedula semitorquata | Semi-Collared Flycatcher | ნახევართეთრყელა ბუზიჭერია (ნახევართეთრყელა მემატლია) | M | LC | |
Saxicola torquatus | Common Stonechat | შავთავა ოვსადი | BB | LC | |
Saxicola rubetra | Whinchat | თეთრწარბა (ანუ მდელოს) ოვსადი | BB | LC | |
Monticola saxatilis | Rufous-tailed Rock-Thrush | კლდის ჭრელი შაშვი | BB | LC | |
Oenanthe oenanthe | Northern Wheatear | ჩვეულებრივი მეღორღია | BB | LC | |
Oenanthe isabellina | Isabelline Wheatear | ბუქნია-მეღორღია | M | LC | |
Oenanthe hispanica | Black-eared Wheatear | შავყურა მეღორღია | M | LC | |
Phoenicurus ochruros | Black Redstart | შავი ბოლოცეცხლა | BB | LC | |
Phoenicurus phoenicurus | Common Redstart | ჩვეულებრივი ბოლოცეცხლა | BB;M | LC | |
Phoenicurus erythrogastrus | Güldenstädt’s (or White-winged) Redstart | წითელმუცელა ბოლოცეცხლა | YR-R | LC | VU |
Erithacus rubecula | European Robin | გულწითელა | M | LC | |
Luscinia svecica | Bluethroad | ცისფერგულა | M | LC | |
Luscinia luscinia | Thrush Nightingale | აღმოსავლური ბულბული | M | LC | |
Luscinia megarhynchos | Common Nightingale | ჩვეულებრივი ბულბული | M | LC | |
Turdus merula | Eurasian Blackbird | შაშვი | YR-R | LC | |
Turdus torquatus | Ring Ouzel | თეთრგულა შაშვი | YR-R | LC | |
Turdus pilaris | Fieldfare | რუხთავა შაშვი | M | LC | |
Turdus iliacus | Redwing | თეთრწარბა (ანუ ფრთაჟღალი) შაშვი | M | NT | |
Turdus philomelos | Song Thrush | წრიპა შაშვი (მგალობელი შაშვი) | M | LC | |
Turdus viscivorus | Mistle Thrush | ჩხართვი | YR-R | LC | |
Aegithalos caudatus | Long-tailed Tit | თოხიტარა | YR-R | LC | |
Parus ater | Coal Tit | მცირე წივწივა (მცირე წიწკანა) | YR-R | LC | |
Parus major | Great Tit | დიდი წივწივა (დიდი წიწკანა) | YR-R | LC | |
Parus caeruleus | Blue Tit | მოლურჯო წივწივა (მოლურჯო წიწკანა) | YR-R | LC | |
Tichodroma muraria | Wall-creeper | ფრთაწითელი კლდეცოცია | BB | LC | |
Certhia familiaris | Eurasian Tree-creeper | ჩვეულებრივი მგლინავა | BB | LC | |
Troglodytes troglodytes | Winter Wren | ჭინჭრაქა (ღობემძვრალა) | YR-R | LC | |
Cinclus cinclus | White-throated Dipper | წყლის შაშვი | YR-R | LC | |
Miliaria calandra | Corn Bunting | მეფეტვია (ანუ მინდვრის გრატა) | BB | LC | |
Emberiza cia | Rock Bunting | კლდის გრატა | YR-R | LC | |
Emberiza citrinella | Yellowhammer | მოყვითალო გრატა | M | LC | |
Emberiza leucocephalos | Pine Bunting | ფიჭვის გრატა | Cas | LC | |
Emberiza melanocephala | Black-headed Bunting | შავთავა გრატა | M | LC | |
Emberiza hortulana | Ortolan Bunting | ბაღის გრატა | M | LC | |
Fringilla montifringilla | Brambling | ჩრდილოეთის სკვინჩა | WV | LC | |
Fringilla coelebs | Eurasian Chaffinch | სკვინჩა (ნიბლია) | YR-R | LC | |
Carduelis carduelis | European Goldfinch | ჩიტბატონა | YR-R | LC | |
Carduelis spinus | Eurasian Siskin | შავთავა მწვანულა | BB | LC | |
Carduelis chloris | European Greenfinch | მწვანულა | YR-R | LC | |
Carduelis flavirostris | Twite | მთის ჭვინტა | YR-R | LC | |
Carduelis cannabina | Eurasian Linnet | ჭვინტა (მეკანაფია) | BB | LC | |
Pyrrhula pyrrhula | Eurasian Bullfinch | სტვენია | YR-R | LC | |
Coccothraustes Coccothraustes | Hawfinch | კულუმბური | YR-R | LC | |
Rhodopechys sanguineus | Crimson-winged Finch | ფრთაწითელი კოჭობურა | Cas | LC | |
Serinus pusillus | Fire-fronted Serin (Red-fronted Serin) | წითელშუბლა მთიულა | YR-R | LC | |
Carpodacus erythrinus | Common Rosefinch | ჩვეულებრივი კოჭობა | BB | LC | |
Carpodacus rubicilla | Great Rosefinch | დიდი კოჭობა | YR-R | LC | VU |
Loxia curvirostra | Red Crossbill (Common Crossbill) | ნისკარტმარწუხა | YR-R | LC | |
Passer domesticus | Hause Sparrow | სახლის ბეღურა | YR-R | LC | |
Passer montanus | Tree Sparrow | მინდვრის ბეღურა | BB | LC | |
Montifringilla nivalis | White-winged Snowfinch | მეთოვლია | YR-R | LC | |
Sturnus vulgaris | Common Starling | შოშია (შროშანი) | M | LC | |
Sturnus roseus | Rose-coloured Starling | ვარდისფერი შოშია (ტარბი) | M | LC | |
Oriolus oriolus | Eurasian Golden Oriole | მოლაღური | M | LC | |
Garrulus glandarius | Eurasian Jay | ჩხიკვი | YR-R | LC | |
Pica pica | Black-billed Magpie | კაჭკაჭი | YR-R | LC | |
Pyrrhocorax pyrrhocorax | Red-billed Chough | წითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
Pyrrhocorax graculus | Yellow-billed Chough | ყვითელნისკარტა მაღრანი | YR-R | LC | |
Corvus corax | Common Raven | ყორანი | YR-R | LC | |
Corvus corone | Hooded Crow | რუხი ყვავი | YR-R | LC |